მარტყოფში არასრულწლოვანმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია შემთხვევის ადგილზე
პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მკვლელობის მოტივი ამ დროისათვის უცნობია.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ფიზიკურ დაპირისპირებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

არსებული ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა არასრულწლოვანმა, 16 წლის თანასოფლელმა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებს კამათი ადრეც მოსვლიათ.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0