საქართველოში თურქეთიდან ვადაგასული ხორცის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიხორცის ხარსისხის კონტროლი
ხორცის ხარსისხის კონტროლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორცპროდუქტებმა, რომელთა შემოტანა თურქეთიდან საქართველოში სცადეს, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლი ვერ გაიარა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით ვადაგასული ხორცპროდუქტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

უხარისხო ხორცის ამოღება - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: საბავშვო ბაღებში ვადაგასული ხორცის შეტანის მცდელობა აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოსული 432 კილოგრამი შერეული დასახელების გაყინული ხორცის პროდუქტი ვადაგასული იყო. სამსახურის ინფორმაციით, პროდუქცია არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგენდა.

არსებული კანონმდებლობით, ქვეყანაში საკარანტინო რისკის მქონე პროდუქციის შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქონელი განადგურებას დაექვემდებარა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო კონტროლის ზონებში მკაცრ სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს განაგრძობს.

ყველა ახალი ამბავი
0