საქართველოს ბანკი: სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

© photo: Sputnik„საქართველოს ბანკის" ფილიალი
„საქართველოს ბანკის ფილიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალთან ამ დროისათვის მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. „საქართველოს ბანკი" სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათი მითითების შესაბამისად მოქმედებს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ბანკის პრეს-ცენტრში.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 19 ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„მძევლების დახოცვას დავიწყებ 2 საათის შემდეგ“ – თავდამსხმელის ულტიმატუმი

„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“, – აღნიშნეს „საქართველოს ბანკში".

თავდამსხმელი 500 ათას დოლარს, ვერტმფრენს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს მოითხოვს და ამ მოთხოვნების შესასრულებლად 2 საათს იძლევა.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალთან ამ დროისათვის მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

ყველა ახალი ამბავი
0