თავდამსხმელი „საქართველოს ბანკში“ გატაცებული ავტომობილით მივიდა

© Sputnik / STRINGERსპეცოპერაცია ზუგდიდში
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდამსხმელი ითხოვს 500 ათას დოლარს და პირს, რომელიც ამ თანხას ბანკში შეიტანს. მძევლებისა და თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, ბანკში გატაცებული ავტომობილით – მინივენით მივიდა.

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.

სპეცოპერაცია ზუგდიდში: პრემიერმა გახარიამ კომენტარი გააკეთა>>

უცნობია, თავდამსხმელი მარტო მოქმედებს თუ თანამზრახველებთან ერთად. შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები. თავდამსხმელი ითხოვს 500 ათას დოლარს და იმ პირს, რომელიც ამ თანხას ბანკში შეიტანს.

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
„500 ათას დოლარს ითხოვს“ – ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბანკში აყვანილი მძევალი ჩაერთო

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც თავდამსხმელის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ბანკის დატოვება მოახერხა, ამბობს, რომ ფილიალში მოულოდნელად შევიდა შეიარაღებული პირი, რომელმაც რამდენჯერმე გაისროლა და მოითხოვა, ყველა იატაკზე დაწოლილიყო.

მისი თქმით, ამ დროს ბანკში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.

„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, როცა შემოვიდა მძარცველი. რამდენადაც მახსოვს, რამდენჯერმე გაისროლა თოფიდან... არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ... შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. მომსახურების მოლოდინში საკმაოდ ბევრი იყო, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე გამოუშვა, ვინც ასაკში იყო. თანამშრომლებიდან ერთი იყო შესვენებაზე და ერთი სესხის ოფიცერია გარეთ. დილიდან სულ 58 თანამშრომელი ვიყავით“, – განაცხადა ბანკის თანამშრომელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლად 19 ადამიანია აყვანილი.

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმა მოხდა: შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს>>

მძევლებისა და თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0