ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმა მოხდა: შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს

© photo: Sputnikსპეცოპერაცია
სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. მძევლებისა და თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა დაახლოებით 1 საათის წინ განხორციელდა.

შეიარაღებულ პირებს მძევლად ჰყავთ აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები.

მძევლებისა და თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0