თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, სადგურ „ვარკეთილიდან“ „300 არაგველამდე“ მატარებლების მოძრაობა ტექნიკური ხარვეზების გამო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო, იუწყება თბილისის მეტროპოლიტენის პრეს-სამსახური.
ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა სადგურ „ვარკეთილში“ შექმნილი ხარვეზების გამოსწორება და მოძრაობის აღდგენა ერთ საათში შეძლეს.
ამჟამად მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.