დედოფლისწყაროში მეზობელმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დანით დაჭრა

© photo: Sputnikდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 53 წლის მამაკაცი დანით დაჭრა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დედოფლისწყაროში 33 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა კახეთის რეგიონში გუშინ, საღამოს მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 53 წლის მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. 

პატრული - Sputnik საქართველო
აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთ რესტორანში ორი ადამიანი დაჭრეს

დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია, შემთხვევის დროს ის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0