პოლიციამ თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „სუბუტექსის“ 34 აბი

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 42 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის რეისით ჩამოფრინდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
დანაშაულის რიცხვმა საქართველოში იკლო: კრიმინალური სტატისტიკა

პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 34 აბი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკა“.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0