აჭარაში მეწყრის გამო დაკარგული ორი პირის ძებნა გრძელდება, პროცესში მეხანძრეები ჩაერთნენ

© photo: Khelvachauri Municipality / FBმეწყერი ხელვაჩაურში
მეწყერი ხელვაჩაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტიქიამ აჭარაში უკვე ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამჟამად მაშველები ორი ადამიანის, მათ შორის ერთი მოზარდის ცხედარს ეძებენ

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურის რაიონში მაშველები განაგრძობენ ორი ადამიანის ძებნას, რომლებიც 1 ოქტომბერს ღამით მეწყერმა მოიყოლა, განაცხადა აჭარის პოლიციის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებთან.

მეწყერმა, რომელიც აჭარაში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, სახლი ჩაიტანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, და ასევე ორი ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იყო. მაშველებმა ოთხი დაღუპულის პოვნა მოახერხეს.

სტიქია ხელვაჩაურში - Sputnik საქართველო
ტრაგედია აჭარაში: მაშველებმა ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს, 16 წლის ბიჭს კი ამ დრომდე ეძებენ

მაშველები ამჟამად ეძებენ 14 წლის მოზარდს, რომელიც დედ–მამასთან ერთად მეწყერში მოყოლილ სახლში იმყოფებოდა, და 67 წლის მამაკაცს, რომლის ავტომობილიც მეწყერმა მდინარეში ჩაიტანა. ავტომობილი იპოვეს, მაგრამ მძღოლი – ვერ.

ანანიაშვილის განცხადებით, სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც განაგრძობენ მუშაობას.

პირველი არხის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში მეხანძრეები ჩაერთვნენ. ძებნა წყლის ჭავლით მიმდინარეობს ფერდობის იმ ნაწილზე, საიდანაც მიწის მასა თითქმის გაიტანეს.

როგორც მაშველები აცხადებენ, ფერდობის წყლით ჩამორეცხვა ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოებისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდია.

აჭარაში მომხდარმა საშინელმა მეწყერმა მსხვერპლი გამოიწვია - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან>>

120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 ათას ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.  

ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან.

ყველა ახალი ამბავი
0