ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახური ძალადობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავება - Sputnik საქართველო
მამა 11 წლის შვილზე სისტემატურად ძალადობდა: 49 წლის მამაკაცი დაკავებულია

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 39 წლის ყოფილ მეუღლეს სახლში მიაკითხა, იძულებით ჩასვა ავტომობილში და სოფელ დაბის მიმართულებით ტყისკენ წაიყვანა, სადაც, უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ძალადობასა და მუქარას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხ წლამდე ვადით პატიმრობას.

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამასთან, ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაიჭრა – 12.

ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად 2014 წელს გამოიყო. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ის დამამძიმებელი გარემოებაა. კანონმდებლობის გამკაცრება ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 14 ადამიანი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0