06:57 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1123)
183 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ ბერს, ლევან ჯალაღონიას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ყოფილ სასულიერო პირს, ლევან ჯალაღონიას იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

გამოძიების ინფორმაციით,  2020 წლის აგვისტოს დასაწყისში ლევან ჯალაღონიამ უკანონოდ მოიპოვა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა და მათი საჯაროდ გავრცელების მუქარით დაზარალებულს ახალი ფოტოსურათების მისთვის გადაგზავნას და შეხვედრას აიძულებდა.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ იძულებას და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ჯალაღონია, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა და საზოგადოებას მამა იოანეს სახელით ეცნობოდა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე აბაშაში სოფელ წყემში დააკავეს. ის ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ნიკა ლატარია

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1123)

მთავარი თემები