საზარელი სტატისტიკა: საქართველოში ექვს თვეში სუიციდის 162 შემთხვევა მოხდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმკვლელობათა შემთხვევების პიკი დედაქალაქზე მოდის, მაგრამ, სამწუხაროდ, სუიციდი ქვეყნის რეგიონებშიც ხდება

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივლისამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით 162-მა ადამიანმა დაასრულა, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მამას, რომელსაც 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

უწყების მონაცემებით, კიდევ 254-მა ადამიანს სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

162 ადამიანიდან, რომლებმაც ექვს თვეში თავი მოიკლეს, 125 მამაკაცია.

სუიციდის ჩამდენის ასაკი 16-დან 90 წლამდე მერყეობს. მათ შორის არის რუსეთის ორი მოქალაქე და ერთი - ტაილანდის. დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან.

სუიციდის შემთხვევების და მცდელობების უმრავლესობა მოხდა თბილისში, მეორე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, მესამეზე - ქვემო ქართლი.

კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით, უწყება არ მიუთითებს სუიციდის მეთოდსა და დროს, ასევე დაღუპულთა ვინაობას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0