სეტყვამ კახეთში ვენახები დააზიანა

გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში დაზიანებულია ვენახები, სეტყვამ 30-დან 40 პროცენტამდე მოსავალი გაანადგურა

თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. სეტყვამ, რომელიც რამდენიმე წუთი მოდიოდა, ახმეტის რაიონის ხუთ სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

სეტყვა - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთ საქართველოს ორ რეგიონში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

ადგილობრივ მცხოვრებთა სიტყვებით, განსაკუთრებით დაზიანდა ვენახები და ნათესები სოფელ ზემო ხოდაშენში, ოჟიოში, აწყურში, ახაშენსა და ხორხელში.

„ამ სამ სოფელში ყურძნის მოსავალი 30-40 პროცენტით არის დაზიანებული. ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავუკავშირდეთ რთველის საკოორდინაციო შტაბს, რათა რომელიმე ღვინის ქარხანა გაიხსნას და ვიდრე ყურძენი ლპობაში წავა, მოსახლეობამ გადარჩენილი ნაწილის მოკრეფა და ჩაბარება შეძლოს“, - განაცხადა პირველი არხის ეთერში ახმეტის ვიცემერმა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სპეციალისტებთან ერთად დაზარალებულ სოფლებს ათვალიერებენ. ცნობილია, რომ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის წყალობით მოსავლის დიდი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.

საკოორდინაციო შტაბი „რთველი 2020“ თელავში მდებარეობს. იგი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა მოსავლის ორგანიზებულ ჩაბარებას შეუწყოს ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0