კომპანია „მაგთი": არ გადარეკოთ უცხოეთიდან შემოსულ ნომრებზე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი აღნიშნულ ნომერზე გადარეკავს, მისი ანგარიშიდან თანხა ჩამოიჭრება.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კომპანია „მაგთი" აბონენტებს აფრთხილებს – არ გადარეკონ დღეს შემოსულ გაურკვეველ საერთაშორისო ნომრებზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარასკევს დილიდან ბევრ აბონენტთან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი აღნიშნულ ნომერზე გადარეკავს, მისი ანგარიშიდან თანხა ჩამოიჭრება.

„ნომრები უკვე დაბლოკილია. თუმცა, სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0