თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილზე მექანიკური ზემოქმედების კვალი არ აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები, რომლებმაც გოგონას მანქანა დაათვალიერეს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მას არავინ სხვა არ შეხებია და მასზე არც ბუქსირების კვალი არ ჩანს

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის კომპლექსურმა ექსპერტიზამ მასზე მექანიკური ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან თანამშრომლობისთვის მზად არის >>

დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, Hyundai Auto Georgia-ს წარმომადგენელი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

„ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი Hyundai Accent-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ პულტით, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის საქმეში სუს-ის სამი ჯიპი გამოჩნდა

ასევე აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურმა და კომპიუტერულმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ ავტომობილი არ იყო აღჭურვილი GPS-ით ან სხვა რომელიმე მსგავსი მოწყობილობით. გარდა ამისა, სპეციალისტებმა ადვოკატთან ერთად დაათვალიერეს ავტომობილის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0