ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია

გამოწერა
რთული რელიეფის მიუხედავად მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ხანძრის ცენტრთან ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. მათ რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდნენ.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი, რომელიც გუშინ გაჩნდა, ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, იუწყება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი დაახლოებით ოთხ ჰექტარზე.

„112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში - Sputnik საქართველო
ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში: რა ვითარებაა ადგილზე

რთული რელიეფის მიუხედავად მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ხანძრის ცენტრთან ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. მათ რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბორჯომი–ხარაგაულის ტყე-პარკი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია. ნაკრძალს 5,3 ათასი კვადრატული კილომეტრი უკავია – საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 7,6%.

ბორჯომი–ხარაგაულის ტყეში ბინადრობენ წითელ წიგნში შესული ცხოველები და ფრინველები.

ყველა ახალი ამბავი
0