04:24 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1108)
315 0 0

პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს როგორც მკვლელობაში ბრალდებული, ისე მომხდარის ორი მოწმე - ერთი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მეორე - ცრუ ჩვენების მიცემისთვის

თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა დედაქალაქის ცენტრში მკვლელობა 24 საათში გახსნეს, დაკავებულია სამი ადამიანი, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.

გამოძიების მონაცემებით, ერთ-ერთი დაკავებული იმყოფებოდა სტუმრად ჩეჩელაშვილის ქუჩაზე (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი)ერთ-ერთ ბინაში, როდესაც მასსა და მასპინძელს შორის ჩხუბი მოხდა. სტუმარმა მასპინძელს ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა.

პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს როგორც მკვლელობაში ბრალდებული, ისე მომხდარის ორი მოწმე - ერთი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მეორე - ცრუ ჩვენების მიცემისთვის.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1108)

მთავარი თემები