უამინდობამ რიგ რეგიონებში პრობლემები შექმნა

© photo: Gocha Enukidze / FBწყალდიდობა ლენტეხში
წყალდიდობა ლენტეხში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთისა და კახეთის შემდეგ წყალდიდობამ ამჯერად იმერეთი დააზარალა. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა და მდინარეების დონის მატებამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შექმნა.

კოკისპირული წვიმის გამო დაიტბორა ქუთაისის რამდენიმე ქუჩა, ნათქვამია იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა>>

სანიაღვრე ჭებმა ვერ გაატარა მოვარდნილი წყალი, რის გამოც დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილის ქუჩები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები.

წყალდიდობის შედეგები სამეგრელოში - Sputnik საქართველო
წალენჯიხაში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან

ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, რაშიც ჩართულია ქუთაისის ყველა საქალაქო სამსახური, მობილიზებულია სპეცტექნიკა.

უამინდობაა იმერეთის ცალკეულ მუნიციპალიტეტებშიც. მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოს რაიონში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

ჭარბი ნალექის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზიანა კოსტავას, გოგებაშვილის, ლერმონტოვის, ტაბიძის, ბესიკის, დედაენის, ჭავჭავაძის, ავალიანის, ლორთქიფანიძის, ნინოშვილის ქუჩები და იქ მდებარე როგორც კერძო, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, კორპუსების სარდაფები, აღნიშნულია განცხადებაში.

უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ გუმათის, ჯიმასტაროს, სორმონის, ასევე მეჩხერი-ზარათის გზებზე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

საქართველოს მთებში მდინარე ადიდდა - წყალდიდობის შედეგების კადრები - Sputnik საქართველო
საქართველოს მთებში მდინარე ადიდდა - წყალდიდობის შედეგების კადრები

საცხოვრებელი სახლები დაიტბორა სოფელ თერნალში, ბანოჯაში, ქვილიშორში, ხომულში; ქვილიშორში დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ძლიერმა წვიმამ დააზიანა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლის სატუმბი სადგური, რის გამოც წყალტუბოს მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.  

მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო ბრიგადები, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის პირველადი აღრიცხვა.

კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შექმნა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო, დაზიანდა გზები. სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

რაც შეეხება ლენტეხს, რომელიც წყალდიდობამ ორი დღით ადრე დააზარალა, იქ გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო ხუთი სოფელი. აქედან კავშირი ოთხ სოფელთან აღდგენილია, იუწყება „პირველი არხი“.

ყველა ახალი ამბავი
0