სვანეთში ექვსი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

© Sputnik / STRINGERწყალდიდობა სვანეთში
წყალდიდობა სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე - ლასკადურა, ჩორშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს ხუთი სოფელი მოწყდა

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. სტიქიისა და უხვი ნალექის შედეგად სვანეთში ექვსი სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

მდინარის ადიდების შედეგად გარესამყაროს მოწყდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში. წაღებულია 400-მეტრიანი სამანქანე გზა. ასევე, ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა ოთხი ღელე.

სტიქიის შედეგად, გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც. ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარებს. გზის აღსადგენად სპეციალური ტექნიკა მუშაობს სოფელ ადიშთანაც.

აღდგენითი სამუშაოები წყალდიდობის შემდეგ რაჭაში - Sputnik საქართველო
რაჭის მერე – ლენტეხი: რაიონის ხუთი სოფელი გარე სამყაროს მოსწყდა

გუშინ ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე - ლასკადურა, ჩოლშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს მოწყდა ხუთი სოფელი - დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიდი და მუცდი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე  დაწყებულია სამუშაოები, თუმცა უცნობია, როდის მოხდება მიმოსვლის აღდგენა.

„ორ ოჯახს დასჭრიდა დახმარება მედიკამენტების კუთხით. მათთვის საჭირო წამლები უკვე შევიძინეთ და მოქალაქეებს სამაშველო ჯგუფების დახმარებით მივაწვდით, რომლებსაც დროებითი საბაგიროები აქვთ გაჭიმული.  ასევე, გზაშია მძიმე ტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვება”, – განაცხადა  ლიპარტელიანმა.

ამ დროისთვის ხუთივე სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება.

საქართველოში უამინდობა 24 აგვისტომდეა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0