მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამაშველო ოპერაცია მდინარეზე
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი 31 წლის ვეფხია ხაჩიძეა, რომლის კვალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქრება.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თბილისის ფარგლებში მდინარე მტკვარში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენ, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან გუშინ გავიდა და არ დაბრუნებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო სამსახური მამაკაცის ძებნის პროცესში დღეს 9-კაციანი შემადგენლობით ჩაერთო, რომელთა შორის ორი მყვინთავია. მაშველები მამაკაცს ექოლოტის საშუალებითაც ეძებენ.

სამაშველო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს – ვიდეო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი 31 წლის ვეფხია ხაჩიძეა, რომელიც ბოლოს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შენიშნეს. ამის შემდეგ კვალი გაქრა.

მამის განცხადებით, მისი შვილი სახლიდან გასვლის დროს ნასვამი არ ყოფილა და არც რამე პრობლემა ჰქონია.

„ჩემი შვილი 31 წლის არის, არაფერი პრობლემა არ ჰქონია, ერთი შვილი ჰყავდა. ბოლო კონტაქტი მასთან ჩემს მეუღლეს ჰქონდა. ჩემმა შვილმა უცბად გათიშა ტელეფონი, მანამდე კი უთხრა, მალე მოვალ სახლშიო", – განაცხადა დაკარგული ახალგაზრდა კაცის მამამ ლერი ხაჩიძემ. 

31 წლის მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0