თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. „ბაუჰაუსის“ გაუჩინარებულ თანამშრომლებს მესამე დღეა ეძებენ, სამძებრო სამუშაოები ახლა მტკვარში მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
სამაშველო ბრიგადებმა მუშაობა დილიდან დაიწყეს.
ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე შევიდა.
დაკარგვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.
როგორც ბარის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზეა ნათქვამი, საუბარია ბარის ორ ახალგაზრდა თანამშრომელზე – გიორგი შალამბერიძეზე და ბაია ბერუაშვილზე.
პოლიციის განყოფილებაში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ახალგაზრდების მშობლების და მეგობრების გამოკითხვა.