ადვოკატი: ლევან თოფაძეს შეხლა-შემოხლის დროს დანა ან რამე მსგავსი არ დაუნახავს

© Sputnik / Viktor Kaminskyსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ლევან თოფაძემ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო, თუმცა პირადად მას დანა ან რამე მსგავსი არ დაუნახავს, განაცხადა ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე ყოფილი პრემიერის ვაჟი დააკავეს>>

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს თბილისში დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, რომელმაც ლევან თოფაძეს მისივე სახლში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მისი გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების წყალობით მოხერხდა. დაზიანებები ჰქონდა მიყენებული ჟვანიასაც.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა: აღიარებს თუ არა ბრალს დაკავებული

ლევან თოფაძე მისი დაჭრის შემდეგ პირველად გუშინ დაიკითხა. საგამოძიებო უწყება მას საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში კითხავდა.

ადვოკატის ინფორმაციით, თოფაძემ გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან კატეგორიულად უარყო, რომ ბუსა ჟვანიას რამე საგნით დაზიანება მიაყენა.

„ბუსა ჟვანიასთან მას მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, მხოლოდ „გამარჯობით“ იცნობდა და დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად. ეს იყო უბრალოდ სიტყვიერი დაპირისპირება და მუქარა არ ყოფილა. მან დეტალური ჩვენება მისცა... კატეგორიულად უარყო, რომ ჟვანიას რაიმე საგნით დაზიანება მიაყენა“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, ის სტაბილური, თუმცა საკმაოდ მძიმეა.

ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბუსა ჟვანიას ოჯახი მის პატიმრობას არ აპროტესტებს, თუმცა ითხოვს, რომ მას ბრალდება შედარებით მსუბუქი მუხლით შეეცვალოს.

ყველა ახალი ამბავი
0