მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ესპანეთში 26 წლის ქართველი გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

გამოწერა
გოგონა, რომელიც ესპანეთში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა,  მოხუცს უვლიდა – იგი ვალენსიაში მდებარე ერთ-ერთ პარკში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისი, 2 აგვისტო  — Sputnik.  ესპანეთში საქართველოს 26 წლის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ახალგაზრდა სამი თვის ორსული იყო. გოგონა, რომელიც ესპანეთში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა,  მოხუცს უვლიდა.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახი მიიჩნევს, რომ იგი მოკლეს. ის წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდან იყო. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს გარკვეული რაოდენობის თანხა ქართველმა ნაცნობმა მოპარა, რომელსაც უკან დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა, აღნიშნული პირი მას მკვლელობით დაემუქრა.

გოგონამ დასახმარებლად ადგილობრივ სამართალდამცველებს მიმართა, პოლიციის დატოვების შემდეგ ის ვალენსიაში მდებარე ერთ-ერთ პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0