სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

© Sputnik / STRINGERსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლოს მოზარდი სოფელ ლენჯერში დაინახეს, სადაც ოჯახთან ერთად ბებიასთან სტუმრად იყო ჩასული. ილიას ოჯახი მოსკოვიდან სვანეთში პანდემიის პერიოდში ჩამოვიდა.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენი და 45 მაშველია ჩართული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს გავიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. 

© photo: courtesy of Ramaz Pilpani Jr.სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანი
სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ - Sputnik საქართველო
სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანი

ბოლოს მოზარდი სოფელ ლენჯერში დაინახეს, სადაც ოჯახთან ერთად ბებიასთან სტუმრად იყო ჩასული. ილიას ოჯახი მოსკოვიდან სვანეთში პანდემიის პერიოდში ჩამოვიდა.

ნათესავების თქმით, ბიჭი თანატოლებთან ერთად ველოსიპედით ხშირად სეირნობდა, მაგრამ იმ დღეს იგი მარტო იყო.

მაშველები და ვერტმფრენი ტერიტორიას საფუძვლიანად ამოწმებენ, თუმცა მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველა ახალი ამბავი
0