თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი დაიხრჩო - მაშველები კიდევ ერთ მოზარდს ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliპლაჟი თბილისის ზღვაზე
პლაჟი თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ხუთი მყვინთავია ჩართული.

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. მაშველებმა თბილისის ზღვაზე ერთი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს, მეორე დაკარგულის ძებნა გრძელდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის ზღვაზე ორი არასრულწლოვანი ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ხუთი მყვინთავია ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0