ბათუმში ზღვაში 15 წლის მოზარდს ეძებენ

© Sputnik / STRINGERზღვის სანაპირო
ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომხდარ ფაქტზე შეტყობინება დღეს, დილით შევიდა. ახალგაზრდა ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბათუმის მიდამოებში მაშველები ზღვაში 15 წლამდე ბიჭს ეძებენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა ბათუმის ბულვარში, ე.წ. „პესკების" მიმდებარედ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ოთხ მეგობართან ერთად ზღვაზე დილით ადრე იმყოფებოდა, იგი ზღვაში შევიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომხდარ ფაქტზე შეტყობინება დღეს, დილით შევიდა.

სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია ორი სკუტერი, ორი ნავი, სამი მყვინთავი, მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება. ამასთან, დრონით ხორციელდება პერიმეტრის კონტროლი.

ყველა ახალი ამბავი
0