რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

© Sputnik / STRINGERმეხანძრე-მაშველები
მეხანძრე-მაშველები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი დაზარალებულის ვერსიით, ხანძარი გააჩინა ფსიქიკური პრობლემების მქონე მისმა ძმამ, რომელიც ეტლით მოსარგებლეა

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. რუსთავის მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, იუწყება პირველი არხი.

მეხანძრე - Sputnik საქართველო
ხანძარი სვანეთში: ცეცხლთან ბრძოლა სრულდება – დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა

ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომლის ბინაშიც ცეცხლი გაჩნდა, განაცხადა, რომ ხანძარი სავარაუდოდ მისმა ძმამ გააჩინა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდში სახლის გადაწვით იმუქრებოდა. მისივე თქმით, ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში მისი ძმა და დედა იმყოფებოდნენ, დედამ გამოსვლა მოახერხა, თუმცა არაფერი იცის ძმის შესახებ, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.

დაზარალებულის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთ ფსიქიატრიულ კლინიკას მიმართა, თუმცა, ვინაიდან მისი ძმა ეტლით მოსარგებლეა, მის მიღებაზე ყველა კლინიკამ უარი უთხრა.

ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს ჟანგბადი დასჭირდა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

 

ყველა ახალი ამბავი
0