თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnikმიუსაფარი ძაღლი
მიუსაფარი ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. თბილისში, ტიბაანის გასასვლელის N20-ში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ ცოფის ვირუსის გამოსავლენად პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

ქუჩის ძაღლი - Sputnik საქართველო
თბილისში ერთ თვეში ცოფის უკვე მეორე შემთხვევა გამოვლინდა

„მასალის კვლევის შედეგად ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთობლივად განახორციელებენ“, – ნათქვამის განცხადებაში.

მიმდინარე წელს დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. მისი განკურნება დროული ვაქცინაციით შეიძლება.

ადამიანებში ცოფის გამოვლენის სიხშირე საქართველოში წელიწადში ერთზე ნაკლებია. გასულ წელს დარეგისტრირდა ერთი შემთხვევა, 2018 წელს – ორი, ხოლო მანამდე სამი წელი არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. ამავდროულად, ცოფით დაინფიცირების განსაკუთრებით საშიშ კატეგორიას მონადირე ძაღლები განეკუთვნებიან.

საქართველოში ცოფზე წელიწადში 35 ათასიდან 49 ათასამდე ადამიანი იცრება.

ყველა ახალი ამბავი
0