საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია... რურუა ისევ პატიმრობაში დატოვეს

© photo: Giorgi Rurua / FBგიორგი რურუა
გიორგი რურუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მეოთხედ დააყენა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა და კვლავ უარი მიიღო.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება – თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა კვლავ არ დააკმაყოფილა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიციამ რურუა პოლიტპატიმრად გამოაცხადა და მის გათავისუფლებას ამ დრომდე მოითხოვს. ისინი ამტკიცებენ, რომ რურუას გათავისუფლების შესახებ ხელისუფლებასთან კონსესუსს 8 მარტის შეთანხმებაზე ხელმოწერისას მიაღწიეს. 

სხდომა - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრა საპროტესტო აქციის ფონზე – რა შანსი რჩება ოპოზიციას

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მეოთხედ დააყენა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო.

რურუას საქმეზე სასამართლო პროცესის პარალელურად პარლამენტში მესამე მოსმენით დაამტკიცეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობისკენ თავად პატიმარმა მოუწოდა, სხდომას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებოდნენ.

მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო ცვლილებებს 117-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, სამი წინააღმდეგი წავიდა.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული კანდიდატები მიიღებენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანონპროექტის სამივე მოსმენას ბოიკოტი გამოუცხადა. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, აღნიშნული პარტიის დეპუტაცია კანონპროექტის პირველ მოსმენას ესწრებოდა და მხარიც დაუჭირა მას. თუმცა შემდეგ რურუას გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა და უარი განაცხადა კანონპროექტის მომდევნო მოსმენებში მონაწილეობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0