გორში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს – რაზე შიშობენ პარტიის წევრები

© photo: Sputnik / Stringerპოლიციელი
პოლიციელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის საქმეზე უკვე დააკავეს მამაკაცი. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები და ვითარებას სწავლობენ.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს.

ტელეკომპანია „რუსთავი2" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ საქმეზე გორში 1969 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცმა ქვები ესროლა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობის მინებს, ჩაამსხვრია, შენობიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.

როგორც „TV პირველს“ პარტიის წარმომადგენელმა კახა ლობჟანიძემ განუცხადა, დამტვრეულია ყველა კომპიუტერი, რომლებშიც მონაცემთა ბაზები ინახებოდა.

მისი თქმით, დღეს, დილით გაიგეს, რომ მათი ოფისი გატეხეს. ეს პირველი შემთხვევა არაა, ასეთი რამ ყოველი არჩევნების წინ ხდება, განაცხადა მან.

ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ დამტვრეულია მთელი ტექნიკა და ავეჯი. მისი თქმით, არის საშიშროება, რომ მათ წაიღეს მონაცემთა ბაზა.

აღიძრა საქმე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0