ვინ არის ევროპის ჩემპიონი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხეს

© photo: Giorgi Shakarashvili / FBგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 ივნისს მცხეთაში ერთ-ერთ დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით დასრულდა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მორაგბეები, ასევე ძიუდოისტი, ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი დაიკითხნენ. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის საქმე: რა ახალი დეტალი გამოიკვეთა და რატომ დაამატა მუხლი გამოძიებამ

სპორტსმენი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა.

„კურიერს” სანდო წყარო უყვება, რომ შავი ფერის „ტოიოტაში“, რომლითაც გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან წამოიყვანეს, ორი მორაგბის გარდა, კიდევ ოთხი პირი იჯდა და ერთ-ერთი სწორედ ტატიაშვილი იყო. 

მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარეკვავში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანეს.

სამძებრო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
რა ვითარებაში დაიკარგა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი

18 ივნისს მცხეთაში ერთ-ერთ დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე შელაპარაკება „ნახალოვკელებსა” და „საბურთალოელებს” შორის მოხდა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ. შემდეგ კონფლიქტი ავტომაგისტრალზე გაგრძელდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივნისს შევიდა, რის საფუძველზეც დაიწყო გიორგი შაქარაშვილის ძებნა და აღიძრა საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გიორგი შაქარაშვილის კვალი სწორედ არაგვის ნაპირზე გაქრა, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბა გაიხსნება

მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოთამაშის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0