რა ღირს მერიაში მუშაობის დაწყება: ქუთაისში აიპის თანამშრომელი პირდაპირ ქუჩაში აიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის მერიაში მუშაობის დაწყება ჩინოვნიკმა 800 ლარად შეაფასა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა - ის იმ დროს დააკავეს, როდესაც ამ თანხის მხოლოდ ნახევარი გადასცეს

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ქუთაისში თაღლითობის ფაქტი მოხდა - პირდაპირ ქუჩაში ქუთაისის მერიის ერთ-ერთი აიპის თანამშრომელი დააკავეს.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
როგორ ითვისებდნენ უცხოური კომპანიების თანხებს საქართველოში: საქმეს პროკურატურა იძიებს

საუბარია „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ერთ-ერთ თანამშრომელზე, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა. დაკავების მომენტში ბრალდებულმა თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის „თაღლითობის მცდელობის“ მუხლით აღიძრა, რომელიც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმის თანამშრომელია.

ყველა ახალი ამბავი
0