სალომე ზურაბიშვილი 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვას გამოეხმაურა

© President of Georgia Salome Zourabichviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შედეგად მყვინთავებმა წყალში დღეს იპოვეს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის გამო.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შედეგად მყვინთავებმა წყალში დღეს იპოვეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, აღენიშნება თუ არა ცხედარს რაიმე დაზიანება ან ძალადობის კვალი.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

„ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა!“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი აგარაკზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ დაიკარგა. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის 18-19 ივნისის ღამით მოხდა. გიორგი შაქარაშვილის კვალი მდინარე არაგვის ნაპირზე გაქრა, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

„საბურთალოს“ პრეზიდენტი: შეიძლება, გიორგი შაქარაშვილი სადღაც თავს აფარებს >>

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების აქტიური გამოკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0