როგორ გადაწყდება ქართველი მწყემსის ბედი: გადმოსცემს თუ არა მას რუსეთი ქართულ მხარეს

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Shenakoსოფელი შენაქო, დაღესტნის საზღვართან
სოფელი შენაქო, დაღესტნის საზღვართან - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებში საქართველოს შსს-ს გარდა ჩართული არიან საგარეო უწყება და შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექცია.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. რუსული მხარე საქართველოს გადმოსცემს მწყემსს, რომელიც რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს.

მწყემსი რუსმა მესაზღვრეებმა დაღესტნის ტერიტორიაზე დააკავეს. ინციდენტის შესახებ ქართული მხარისთვის ცნობილი გახდა 13 ივნისს, როდესაც ლაგოდეხის სასაზღვრო სამმართველოს ფაქტის შესახებ სხვა მწყემსმა აცნობა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი შესაძლოა აგვისტოში გახსნას

რუსულ მხარესთან აქტიური მოლაპარაკებები წარმოებს და, არსებული ინფორმაციით, მწყემსს ქართულ მხარეს უახლოეს პეროდში გადმოსცემენ, აცხადებენ საქართველოს შსს-ში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ქართულმა მხარემ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა ფაქტზე, რათა ინციდენტის დეტალები დაედგინა. პროცესში ჩართულია საგარეო უწყება და შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექცია.

საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი 2000 წელს რუსული მხარის ინიციატივით დაწესდა. 2012 წლის დაწყისში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები ცალმხრივად გააუქმა.

რუსეთმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, რუსეთის მოქალაქეების დაბრუნებაში დახმარების გამო>>

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები შენარჩუნებულია მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების შეხვედრის ფარგლებში. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში შუამდგომლობს შვეიცარიის საელჩო.

ყველა ახალი ამბავი
0