რა ვითარებაში დაიკარგა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი

© Sputnik / Alexander Imedashviliსამძებრო ოპერაცია მდინარეზე
სამძებრო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი შვიდი გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია თერმული დრონი და ორი ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, რომლის საძიებო ოპერაცია არაგვსა და მტკვარში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს, აგარაკზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შემდეგ დაიკარგა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
მცხეთაში დაკარგულ ფეხბურთელს მესამე დღეა ეძებენ

მაშველები უკვე მესამე დღეა ეძებენ დაკარგულ 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გუნდის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს სამი დღეა ეძებენ. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მათი განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მცხეთის ტერიტორიიდან უკვალოდ გაქრა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნის და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაიკარგა. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, 19 ივნისს დაიწყო. შემთხვევა მცხეთის რაიონში, დაქირავებულ აგარაკზე მოხდა. ერთ-ერთმა პირმა მეგობრებს დახმარება სთხოვა და ისინი თბილისიდან ჩაიყვანა, რის შემდეგაც 19 წლის ფეხბურთელმა მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისში დაბრუნების მიზნით, ქუჩაში გადაინაცვლა, რის შემდეგაც თბილისიდან ჩასულებთან დაპირისპირება მოუხდათ. მისი მეგობარი თბილისში მანქანით ჩამოიყვანეს, რომელიც დიდუბეში დატოვეს, ხოლო გიორგი შაქარაშვილის კვალი მდინარე არაგვის ერთ-ერთ ნაპირზე ქრება, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბა გაიხსნება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ძალა, მყვინთავები და მაშველები მუშაობენ როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე. სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მცხეთის პოლიციაში დაკითხვებმა მიმდინარეობს.

შაქარაშვილი „საბურთალოს“ სარეზერვო გუნდში ასპარეზობს, რომელიც საქართველოს რანგით მესამე ლიგაში მონაწილეობს. მიმდინარე სეზონში გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ლიგაში ერთადერთი მატჩი ტყიბულის „მეშახტესთან“ ჩაატარა. შაქარაშვილმა აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0