დაკავებულია ქალი, რომელმაც ბავშვი საპირფარეშოში გააჩინა და შემდეგ ქუჩაში მიაგდო – ვიდეო

© Sputnik / Vladimir Umikashviliხელბორკილებში
ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ მოძებნა და დააკავა ქალი, რომელიც არასასურველი ბავშვის მოცილებას შეეცადა. ახლა მას პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. სიღნაღის რაიონში პოლიციელებმა დააკავეს ორმოცი წლის ქალი, რომელსაც ბრალად ედება თავისი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ახალშობილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე იპოვეს. ნაპოვნი ბავშვის შესახებ პოლიციას გამვლელებმა აცნობეს. ბავშვს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ბავშვის დედა მეზობელი ქალაქის საავადმყოფოში იპოვეს, სადაც ის ძლიერი სისხლდენით თავად მივიდა. ექიმებმა მას ოპერაცია გაუკეთეს.

პოლიცია ამ დრომდე ქალის გამოკეთებას ელოდებოდა, რომ ის დაეკავებინა.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
„ბავშვს მწერები ესეოდნენ": ოზურგეთში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ბავშვის მამის ინფორმაციით, მან არ იცოდა, რომ მეუღლე ფეხმძიმედ იყო. მისი თქმით, ქალი ამბობდა, რომ სიმსივნე ჰქონდა და სხვადასხვა ჩივილები აწუხებდა.

ვინ აიღებს ბავშვზე მეურვეობას, ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხში ჩართული არიან სოციალური მომსახურების თანამშრომლები.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-112 მუხლით, რომელიც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებულს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0