ყოფილი დეპუტატის ცოლისძმას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი დეპუტატის ცოლისძმასა და მის მეგობარს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. მათ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმას გრიგოლ აბრალავასა და მასთან ერთად ნუგზარ თალაკვაძეს, რომლებსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად, იუწყება პირველი არხი.

ბრალდების ვერსიით, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შემდეგ გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდნენ აბრალავა და თალაკვაძე. ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ ბრალდებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას. ისინი დააკავეს.

პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში: საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სასამართლოზე დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვიდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნას დაუჭირა მხარი.

აბრალავა და თალაკვაძე განაჩენს საპატიმროში დაელოდებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ელოდებათ.

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2016-2019 წლებში იყო და წარმოადგენდა მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. მან სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის შემოდგომაზე მოიხსნა, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კონფლიქტი მოუვიდა. ბესელია ზარდიაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის სახეზე ხელით შეეხო.

გრიგოლ აბრალავას მამა ანზორ აბრალავა ასევე პარლამენტის ყოფილი წევრია 1999–2004 წლებში.

ყველა ახალი ამბავი
0