სპეცოპერაცია კახეთში: რა ბრალდებით დააკავეს 22 წლის მამაკაცი

© Sputnik / Alexander Imedashviliავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ეჭვმიტანილის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეჭვმიტანილი მაშინ დააკავეს, როდესაც იგი თელავი–გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ 22 წლის მამაკაცის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდებულს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0