თბილისში პარტია „ლელოს“ ოფისი გატეხეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეიჭრა პარტიის ოფისში და რა არის წაღებული. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ოფისი ცოტნე დადიანის ქუჩაზე (ნაძალადევში) დღეს, დილით გატეხეს, იუწყება „მთავარი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ადგილი უკვე დაათვალიერა.

რა მიზნით შეიჭრნენ ოფისში უცნობი პირები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავად პარტიაში მომხდარში პოლიტიკურ მოტივებს არ გამორიცხავენ.

ანტისამთავრობო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
„ლელო საქართველოთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

„არ შევსულვართ [ოფისში] ჯერ და არ ვიცით, არის თუ არა რამე წაღებული, მაგრამ კრიმინალები იქ არ ელოდებოდნენ ოქროს და ვერცხლს და, შესაძლოა, ეს ჩვენს პოლიტიკური საქმიანობასაც უკავშირდებოდეს“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქურდობის მცდელობის მუხლით, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

შსს არ ავრცელებს ინფორმაციას, ჰყავს თუ არა ეჭვმტანილი ან დაკავებული საქმეზე.

პარტია „ლელო“ გასული წლის დეკემბერში ცნობილმა ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ დააარსა. პარტიის წევრები, ძირითადად, ბიზნეს-წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

პოლიტიკურ გაერთიანებაში „ლელო საქართველოსთვის“ შედიან მოძრაობა „ლელო“, პარტიები „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“.

ყველა ახალი ამბავი
0