უამინდობა კახეთში: ყვარელსა და ლაგოდეხში ზარალს ითვლიან

© photo: Lagodekhi / FBწყალდიდობა კახეთში
წყალდიდობა კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუღებელი წვიმების შედეგად განადგურებულია 150 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სოფლის შიდა გზები.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. კახეთის 20 სოფელში უამინდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სეტყვამ და კოკისპირულმა წვიმებმა რეგიონს პრობლემები შეუქმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სოფლის შიდა გზები. გადაუღებელმა წვიმებმა განსაკუთრებით ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა.

სეტყვამ 150 ჰექტარზე ერთწლიანი კულტურები გაანადგურა.

ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის სიტყვებით, უამინდობამ ის სანიაღვრე არხებიც კი დააზიანა, რომლებიც კაპიტალურად იყო შეკეთებული.  

თბილისი - Sputnik საქართველო
სეტყვა და წვიმა – საქართველოში ცუდი ამინდი 11 მაისამდე შენარჩუნდება

„უხვი ნალექის შედეგად დატბორილი გვაქვს საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები. რა თქმა უნდა, დაზიანებულია სავარგულებიც, დაახლოებით 100-150 ჰექტარია დატბორილი. სალიკვიდაციო სამუშაოებზე მუშაობს შესაბამისი ჯგუფი, რომელიც ბოლო მინაცემებს სწავლობს“, - განაცხადა მდივნიშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის მიზეზი არა იმდენად გადაუღებელი წვიმები, რამდენადაც გაუმართავი საკანალიზაციო სისტემაა. ისინი დამცავი ჯებირების დადგმას მოითხოვენ.

უამინდობამ ათობით ოჯახი დააზარა ყვარლის რაიონში. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა ათობით სახლი დატბორა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

რეგიონის ორივე რაიონში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები.

 

ყველა ახალი ამბავი
0