საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / G. Koposov / გადასვლა მედიაბანკშისეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 6 კილომეტრში თბილისის დროით 00:37 საათზე დაფიქსირდა.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 6 კილომეტრში თბილისის დროით 00:37 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 36 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0