80 წლის მამაკაცის ცხედარი სამი დღის ძებნის შემდეგ ალაზანში იპოვეს

© photo: Emergency Management Service / FBსამაშველო ოპერაცია მდინარეში
სამაშველო ოპერაცია მდინარეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკარგულ მოხუცს მაშველები და მყვინთავები მდინარე ალაზანში ეძებდნენ, რომლის ნაპირზეც ის ნახირს მწყემსავდა.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თელავის რაიონის სოფელ გულგულას მცხოვრები 80 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში სამი დღის ძებნის შემდეგ იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ბოლოს ალექსი ოხანაშვილი მდინარესთან ახლოს დაინახეს. ის ნახირს მწყემსავდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი წყალმა მაშინ წაიღო, როდესაც ის მდინარეში საქონლის გამოსაყვანად შევიდა.

დაკარგულის ძებნაში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები მონაწილეობდნენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0