ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბრალდებულის სახით დაკავებულ ბულგარეთის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბულგარეთის მოქალაქეებს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას ედავება.

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
DEA ბათუმში და 40 კილოგრამი ჰეროინი - ვინ დააკავეს სპეცოპერაციის დროს

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ევროპის ქვეყნებში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით, საქართველოში შემოიტანეს და ინახავდნენ 2 მლნ დოლარის ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

ბულგარეთის მოქალაქეები ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად 26 აპრილს დააკავეს. სპეცოპერაცია საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) ერთობლივად ჩაატარეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 262-ე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ გარდაბანში 21 შეკვრად დაფასოებული „მეტამფეტამინი“ და „ჰეროინი“ ამოიღო >>

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები  ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0