Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 182 ფაქტი გამოავლინა

გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ინფექციური საავადმყოფოს მიმღები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 408-მდე გაიზარდა

პოლიციამ 20 აპრილის 21:00 საათიდან 21 აპრილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 66 მოქალაქე დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 38 პირი დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

14 აპრილს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებისა და შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის და შემდეგ პატლამენტის თანხმობა სჭირდება. გარდა ამისა, 10 დღის ვადით ჩაიკეტა საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში აიკრძალა შესვლა–გამოსვლა. შეზღუდვა ძალაში 15 აპრილის 21:00 საათიდან შევიდა.

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 408-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა 4, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 561 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0