საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: რამდენმა ადამიანმა დაარღვია წესები

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში,  4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და  კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აღსანიშნავია რომ დამრღვევთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - 4 აპრილს შსს 421 დამრღვევის შესახებ იუწყებოდა.

  • ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დაჯარიმდა;
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დაჯარიმდა;
  • ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა;
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა;
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს.
ბზა - Sputnik საქართველო
საქართველოში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

შსს კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ამ დროისათვის 170-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი. 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 330 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0