ავტოავარია ლანჩხუთში – დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის თანამშრომელი
სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
ურეკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

„ადგილზე მისულს დაგვხვდა ერთი დაზარალებული და, სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ამიტომ უარი განაცხადა ჰოსპიტალიზებაზე“, – განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0