თბილისში „მაკდონალდსში" ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashvili„მაკდონალდსი"
„მაკდონალდსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ორი ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. თბილისში ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე „მაკდონალდსის" რესტორანში ხანძარი გაჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ „მაკდონალდსის" რესტორნის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

„ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, სასერვერო ოთახში გაჩნდა. დაიწვა აპარატურა და ელექტრო სადენები“, - აღნიშნულია განცხადებაშია.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ორი ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0