ზესტაფონში სატვირთო მატარებელში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატვირთო მატარებელი თბილისიდან ფოთის მიმართულებით მოძრაობდა. ხანძრის შედეგად მატარებლის ერთი ვაგონი დაიწვა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ზესტაფონში სატვირთო მატარებელში გაჩენილ ხანძარს მექანიკოსი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

მეხანძრე ცეცხლს ებრძვის - Sputnik საქართველო
ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარია

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მატარებელი თბილისიდან ფოთის მიმართულებით მოძრაობდა. ხანძრის შედეგად მატარებლის ერთი ვაგონი დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო–სამაშველო ეკიპაჟი. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0