„ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“: დეკანოზ მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დეკანოზს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს და ამიტომ მან სასჯელი საპატიმროში უნდა მოიხადოს

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროში დარჩება - თბილისის საქალაქო სასამართლომ ციხეში გამართულ გასვლით პროცესზე მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული დეკანოზისთვის სასჯელის გადავადების შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დეკანოზ მამალაძეს შესაძლოა სასამართლომ სასჯელი გადაუვადოს >>

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ლილი მსხილაძემ, რადგან მიიჩნია, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საწინააღმდეგოს აცხადებენ დეკანოზის ადვოკატები და ოჯახის წევრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია - მას მარჯვენა ფეხი და ხელი პარალიზებული აქვს.

სხდომა სასამართლოს შენობაში უნდა გამართულიყო, მაგრამ მამალაძემ ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის გამო სასამართლოში მისვლაზე უარი განაცხადა.

საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშია შესაძლებელი. პატიმარს სასამართლოს გადაწყვეტილებით გარკვეული ვადით ათავისუფლებენ მკურნალობის მიზნით, რის შემდეგ ის ციხეში ბრუნდება.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
დეკანოზმა მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

მამალაძის საქმე

მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს იქ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში - კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0