სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქემ 4,2 ათასი ყალბი აშშ დოლარი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეზე გაასაღა.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება: დაკავებულია ტურისტული სააგენტოს ორი თანამშრომელი

გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქემ 2,1 აშშ დოლარის სანაცვლოდ 4,2 ათასი ყალბი აშშ დოლარი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეზე გაასაღა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენას, შენახვას და გასაღებას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0